ქვემო ქართლის პოლიციამ ფონიჭალასა და მარნეულში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა - ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ნ.ქ. მარნეულში, ხოლო1992 წელს დაბადებული ლ.კ. ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მათ ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, ფონიჭალის დასახლებაში, ლ.კ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ,,ჰეროინის“ შემცველი 700 გრამი ნარკოტიკული საშუალება.

რაც შეეხება ნ.ქ.-ს, პოლიციამ იგი ქალაქ მარნეულში დააკავა.

სამართალდამცველებმა, მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს “ჰეროინის” შემცველი ნახევარ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:ქვემო ქართლის პოლიციამ ფონიჭალასა და მარნეულში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა - ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს