ნოვას 15 წლის იუბილე – გათამაშების ბორბალი და სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე

სამშენებლო და სარემონტო პროდუქტების იმპორტიორ და მწარმოებელ კომპანია ნოვას 8 ნოემბერს 15 წელი უსრულდება. მან ბაზარზე ოპერირება 2006 წელს მსოფლიო ბრენდების პროდუქციის იმპორტით დაიწყო, რამდენიმე წელიწადში კი თავად გახსნა წარმოების პირველი ხაზი.

დღეს ნოვა წამყვანი საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია. მათ შორისაა, Nippon Paint-ის ჯგუფი – Betek და Fawori; Saint Gobain-ის ჯგუფი – Izocam-სა და Rigips. ასევე, ის არის Ingco-სა და Bien-ის პროდუქციის ექსკლუზიური დილერი საქართველოში.

წარმოება ნოვამ 2011 წლიდან დაიწყო და დღეს 400-ზე მეტი დასახელების ქართულ პროდუქციას ქმნის. მათ შორისაა, პოლიეთილენის ნაწარმი – ავზები, სეპტიკის ავზები და ჭები, სანაგვე ურნები და საგზაო ბარიერები. ასევე, აწარმოებს სახურავის მასალებს, წყალსაწრეტ სისტემებს, ფასადის მოსაპირკეთებელ საიდინგებს, თაბაშირ-მუყაოსა და მეტალოპლასტმასის პროფილებსა და სხვა აქსესუარებს. მათგან რამდენიმე პროდუქტი საქართველოში კომპანიის მიერ პირველად იწარმოა.

ნოვამ წარმოების განვითარებისთვის არაერთი ინვესტიციის მოზიდვა შეძლო. მისი მთავარი ფინანსური პარტნიორები არიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), თიბისი ბანკი და სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოში. 2020-2021 წლებში ნოვამ EBRD-ის პროგრამის ფარგლებში მოიწვია ექსპერტებიც, რომლებიც კომპანიას საწარმოში ევროპული სტანდარტების კიდევ უფრო უკეთ დანერგვაში ეხმარება.

კომპანია ფლობს 3 მეგაცენტრს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, რომლებშიც 50 ათასზე მეტი პროდუქტია წარმოდგენილი.

ნოვა მისი ხანგრძლივი ისტორიისა და 15 წლის იუბილეს აღნიშვნას განსაკუთრებულად აპირებს. კომპანია 6, 7 და 8 ნოემბერს მეგაცენტრების სამივე ფილიალისა და ონლაინმაღაზიის სტუმრების გულუხვად დასაჩუქრებას გეგმავს.

ნოვას ბორბალი

ამ სამი დღის განმავლობაში ნოვას თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მეგაცენტრებში მომხმარებლებს გათამაშების ბორბალი დახვდებათ. მისი დატრიალების უფლება მათ დღეში მხოლოდ ერთხელ, მინიმუმ 200 ლარის პროდუქციის შეძენის შემთხვევაში მიეცემათ.

მომხმარებლებს აქვთ შანსი მოიგონ 50, 100 და, რაც მთავარია, 1000 ლარიანი ვაუჩერები. ასევე, უკან დაიბრუნონ დანახარჯი 300 ან 500 ლარამდე. ისრის ნოვას ყუთზე შეჩერების შემთხვევაში მომხმარებელს სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა, ხელსაწყოებზე გაჩერების შემთხვევაში კი – Ingco-ს ერთ-ერთი პროდუქცია.

ჩვენს შოურუმებში ხშირად მომხმარებელი სპეციალურად Ingco- პროდუქტების შესაძენად მოდიან. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ბრენდის ხელსაწყოების ცალკე საჩუქრებად გამოტანა, მომხმარებლებს კიდევ უფრო გაახარებს“, – ამბობს ნოვას მარკეტინგის ხელმძღვანელი ნინო თურმანიძე.

შოურუმებში დაგხვდებათ ქართული ხელნაკეთი პროდუქტების სტენდიც. თუკი ისარი DIY ნივთის გრაფაზე შეჩერდება, მოგებული მისთვის სასურველ ნებისმიერ პროდუქტს სწორედ ამ სტენდიდან ამოარჩევს.

ნოვას ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქართულ წარმოების ხელშეწყობაა. ამიტომ, კომპანია მხარს უჭერს მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც ქართულ პროდუქტებს ქმნიან. საშუალებას ვაძლევთ მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები ჩვენს მეგაცენტრებში და ონლაინმაღაზიის საშუალებით გაყიდონ. მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, ეს ქართული პროდუქტები გათამაშებაშიც ჩაგვერთო“, – გვითხრა ნინო თურმანიძემ.

ისრის გრაფაზე – შეკითხვები ნოვაზე გაჩერების შემთხვევაში, თქვენ კომპანიის შესახებ სამ კითხვას დაგისვამენ. თითო სწორ პასუხზე 50 ლარიან ვაუჩერს მიიღებთ. 15 წამი ნოვაში კი სახალისო თამაშს გულისხმობს - თქვენ ამ დროის განმავლობაში უნდა მიირბინოთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ პროდუქტთან და სალარომდე მიტანა მოასწროთ. ამ შემთხვევაში ეს ნივთი უფასოდ გადმოგეცემათ.

საჩუქრები ნოვას ონლაინმაღაზიის მომხმარებლებისთვის

6, 7 და 8 ნოემბერს ნოვას მიერ წინასწარ შერჩეული პროდუქტების ვებ-გვერდიდან შეძენისას, მომხმარებლებს დამატებით საჩუქრად გადაეცემათ სხვა ნივთებიც. მაგალითად, ტორშერის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად ჭაღს მიიღებთ, თუკი გათბობის ქვაბს შეიძენთ – საშრობს, ხელსაბანის შემთხვევაში – სარკეს და ა.შ. ამ პროდუქტების სრული ჩამონათვალი 6, 7 და 8 ნოემბერს საიტზე შესულ მომხმარებლებს პირველივე გვერდზე დახვდებათ.

ამასთან ერთად, შეძენილ პროდუქციას ნოვა სასურველ მისამართზე უფასოდ მოგიტანთ. ხოლო თუ თქვენი შენაძენი 100 ლარზე მეტი იქნება, დამატებით სასაჩუქრე ყუთსაც გადმოგცემთ. გამოვლინდება ტოპ სამი შეკვეთაც. ეს ნიშნავს, რომ 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებს ის სამი მომხმარებელი, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ყველზე დიდ შენაძენს გააკეთებს.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ შოურუმებში და ონლაინმაღაზიაზე წარმოდგენილ ყველა პროდუქტზე, სულ მცირე, 15%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე კი განსაკუთრებული ფასდაკლება გავრცელდება.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა