განკვეთილი ბერ-მონაზონი - იძულებული ვართ გადავიდეთ ქუჩის აქციებზე - ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს

მარტვილში, სალხინოს ტაძრის მიმდებარედ კვლავ რჩებიან განკვეთილი სასულიერო პირები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც განყენებული ბერ-მონაზონი მამა ათინოგენი აცხადებს, ისინი არსად წასვლას არ აპირებენ და არც პერმანენტულ, ქუჩის აქციებს გამორიცხავენ. იგი ასევე მიმართავს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და სთხოვს, რომ შეისწავლოს აღნიშნული საკითხი, რადგან თვლის, რომ დარღვეულია ადამიანის უფლებები.

„სახალხო დამცველი ჩვენ არ გვაქცევს ყურადღებას. მივმართავ ქალბატონ ნინო ლომჯარიას მოგვხედოს, რამეთუ დარღვეულია აქ ადამიანის უფლება. ეკლესიის ადმინისტრაცია ჩვენ გვებრძვის, რომელიც დაკომპლექტებულია ამ „კაგებეშნიკებით", „კაზაკებით", მოგვადგნენ და გამოგვყარეს მონასტრიდან. პოლიცია ჩადგა ჩვენსა და მათ შორის და იცავს იმათ. ჩვენ აქედან არ წავალთ, აქ იქნება ყოველ დღე ასეთი ამბები, ჩვენ იძულებული ვართ გადავიდეთ, ალბათ, ქუჩის აქციებზე. ძალიან ცუდია, ძალიან სამწუხარო, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ვითხოვთ, სიმართლის მოძიებას", - განაცხადა ბერ-მონაზონმა ათინოგენმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი ერთ-ერთი მორჩილის, რომელიც გუშინ განკვეთილ ბერთან ერთად ტაძრის შესასვლელთან დააკავეს, მანამდე პოლიციაში სამართალდამცავებმა ადგილობრივები გადაიყვანეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მარტვილში ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავა - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო კიდევ ერთი პირი დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას გულისხმობს. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა