იაგო ხვიჩია - სკეპტიკური ვარ, რომ ხალხი მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ქუჩაში გამოვა

დღევანდელ აქციას არ ვუერთდებით - მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვება, პირველ რიგში, “ნაციონალური მოძრაობის” საქმეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკურ ჯგუფ “გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, “გირჩი“ ამ საქმეში არც აქამდე ჩარეულა, თუმცა კოლეგებს წარმატებას უსურვებს.

“მთავარი ამოცანაა, შეგიძლია თუ არა ხალხს უსამართლობა დაანახო, ამ იდეით აანთო და ქუჩაში გამოიყვანო. სკეპტიკური ვარ, რომ ხალხი მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ქუჩაში გამოვა, მითუმეტეს მაშინ, როცა არ იცი, გამარჯვების შემთხვევაში, რა გელოდება და როგორ საქართველოში იცხოვრებ. სანამ ამას არ იტყვიან, ამ აქციაზე უფრო ნაკლები ადამიანი მივა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი