სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, ელექტროენერგიის დღე-ღამურად დიფერენცირებულ ტარიფებზე ქვეყანა გადავა მას შემდეგ, რაც ყველგან იქნება ე.წ ჭკვიანი მრიცხველები დაყენებული

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის, დღე-ღამურად დიფერენცირებულ ტარიფებზე ქვეყანა გადავა მას შემდეგ, რაც ყველგან იქნება ე.წ ჭკვიანი მრიცხველები დაყენებული.

როგორც მან პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, დღეს არსებული მრიცხველები არ იძლევა საშუალებას ყოველსაათობრივად მოხმარებული ენერგიის აღრიცხვა მოხდეს.

„დღეს არსებული მრიცხველების შემთხვევაში, იქ ფიზიკურად უნდა მივიდეს ადამიანი ყოველ საათში და ასე ვერ მოხდება ბუნებრივია. ერთი თვის წინ დავამტკიცეთ წესი, რომლის მიხედვითაც ყველა ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსსა და სახლში კომუნალური კომპანიები სავალდებულო წესით პირველი ოქტომბრიდან ჭკვიან მრიცხველებს აყენებენ. ხოლო რაც შეეხება სახლებს, სადაც ძველი მრიცხველი აყენია, უახლოეს პერიოდში კომუნალურ კომპანიებთან ერთად მათი გამოცვლის საინვესტიციო გეგმას დავამტკიცებთ, რომ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდეს ამ მრიცხველების გამოცვლა და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება დღე-ღამური ტარიფების დადგენა მოსახლეობისთვისაც. რაც შეეხება მსხვილ მომხმარებლებს, როგორიცაა რკინიგზა გაერთიანებული წყალი, მელიორაცია და ა.შ. 21 კომპანიასთან მიმდინარეობს მუშაობა და ყველა მათგანმა გამოცვალა მრიცხველები, დააყენეს სმარტ მრიცხველები. ისინი უკვე ბირჟა როცა გაიხსნება, საათობრივად შეძლებენ ენერგიის ყიდვას და ფასიც სხვადასხვა ექნება - ღამის განმავლობაში იქნება უფრო დაბალი ფასი და რკინიგზას ექნება მაგალითად შესაძლებლობა ღამე გადაზიდოს ტვირთების ძირითადი ნაწილი და უფრო იაფი დაუჯდეს, ვიდრე დღის განმავლობაში. მას შემდეგ, რაც ბირჟა ამოქმედდება, ეტაპობრივად საშუალო ტიპის მომხმარებლებიც გავლენ ბირჟაზე. მოსახლეობის ნაწილში საინვესტიციო პროექტების შესაბამისად, ეტაპობრივად, კომუნალური კომპანიები უფასოდ გამოცვლიან მათ მრიცხველებს. აქამდე მივალთ აუცილებლად“, - განაცხადა ნარმანიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო