სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარისას განიხილეს საქართველო - პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და პოლონეთის მხარდაჭერის საკითხები.

„იმის გათვალისწინებით, რომ პოლონეთი მომავალ წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთის პრეზიდენტს საკუთარი ინიციატივა გააცნო, რომელიც ეუთოს მხარდაჭერით, თბილისში, ქალი ლიდერების მონაწილეობით კონფლიქტის გადაჭრის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას ითვალისწინებს.

ანდჟეი დუდა საკითხით დაინტერესდა და განაცხადა, რომ ის ეუთოს ფარგლებში, პოლონეთის საქმიანობის პრიორიტეტებში ჯდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა