ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლება პანიკაში იმყოფება

არაადეკვატური ნაბიჯია ყველაფერი, რაც ხელისუფლებამ ბოლო დღეებში გააკეთა - ხელისუფლება პანიკაში იმყოფება, ამ პანიკის ნიადაგზე იღებს არათანმიმდევრულ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ერთ - ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც მეზვრიშვილი აღნიშნავს, ხელისუფლება პანიკაში ჩააგდო ხელისუფლების დაკარგვის შიშმა.

ძალაუფლების შენარჩუნებას კი ინსტიტუტები შესწირა, მათ შორის, ცესკო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

“როგორც დღევანდელი გადაწყვეტილება, ისე ბოლო დღეებსა და თვეებში განვითარებული მოვლენები იძლევა საფუძველს, რომ ხელისუფლება შიშისგან იმყოფება არაადეკვატურ მდგომარეობაში. არაადეკვატურ ნაბიჯებს დგამს. როდესაც ხელისუფლება უკიდურესად შეშინებულია, არაადეკვატურობის ხარისხი იზრდება და ეს ყველაფერი სახიფათო ხასიათს იძენს. არაადეკვატური ნაბიჯია ყველაფერი, რაც ხელისუფლებამ ბოლო დღეებში გააკეთა. არაადეკვატური იყო ის, რა ნაბიჯიც ხელისუფლებამ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გადადგა. ხელისუფლება პანიკაში იმყოფება, ამ პანიკის ნიადაგზე იღებს არათანმიმდევრულ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნავს მეზვრიშვილი.

როგორც მეზვრიშვილი განმარტავს, „ნაცმოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის გაცოცხლებას „ქართულმა ოცნებამ“ შეუწყო ხელი.

„თუ ასე ძალიან ეშინოდა ხელისუფლებას „ნაცმოძრაობის“, არ დაგვავიწყდეს, რომ „ნაცმოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის გაცოცხლებას „ოცნებამ“ შეუწყო ხელი. ეს გააკეთა არჩევნებამდე, ამის პიკი იყო ასევე ის, რაც პირველ ოქტომბერს გააკეთა, ამას ყველანაირად ხელი შეუწყო პირველი ოქტომბრიდან დღემდე პერიოდშიც”, - განმარტავს მეზვრიშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს