გიორგი ჩალაძის ინფორმაციით, ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე უარი უთხრეს

მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმ ნიკოლოზ ყიფშიძეს სააკაშვილთან შეხვედრაზე უარი უთხრეს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ჩალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არშეშვების შესახებ ინფორმაციას ხვალ დილამდე ვერ მიიღებენ.

მისივე თქმით, დაელოდებიან შესაბამის პასუხს.

„ეს დაწესებულება არ შეესაბამება იმ სტანდარტებს და იმ მოთხოვნებს, რომელიც კონსილიუმმა დაადგინა. დღეს კონსილიუმმა გაამკაცრა მისი მოთხოვნები და თქვა, რომ მიშა სააკაშვილს სჭირდებოდა გადაუდებლად ჯანდაცვის ღონისძიების უზრუნველყოფა. საპასუხოდ, ბიძინა ივანიშვილმა, პუტინის პირადი ტყვე მოიპარა ციხიდან და გადმოიყვანა საავადმყოფოში, სადაც მას სიკვდილი ემუქრება. ჯანმრთელობის უფლება არის უნივერსალური უფლება, არა თუ ტყვეს, არამედ პატიმარს აქვს უფლება მიიღოს ჯანმრთელობის სერვისები და მისი პირადი ექიმი დღეს უფლებას მოკლებულია, ნახოს მისი პაციენტი. დღეს ღამე მიშა სააკაშვილი ჯანდაცვის სერვისის გარეშე რჩება. ყოველი საათი, როდესაც მიშა სააკაშვილი არის ამ საპყრობილეში, მას ემუქრება ჯანმრთელობის განუსაზღვრელად საფრთხე და ემუქრება უამრავი აგრესიული და წახალისებული პატიმარი, რომელიც ოცნებობს მასზე იძალადოს.

„ქართულ ოცნებას“ მივმართავ, ეს არის ადამიანის სიცოცხლით თამაში, თქვენ დაგიჯდებათ ეს ძალიან ძვირი და შედეგად, ჩვენი ქვეყანა მიდის უკან, რუსეთისაკენ. ჩვენ დღეს მივიღეთ უარი. მიშა სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილმა უთხრა უარი ჯანდაცვის სერვისებზე. ჩვენ არ ვიცით ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დღეს რა მდგომარეობაშია. ინფორმაციას ხვალამდე ვერ მივიღებთ, უარის მიზეზი არ არის განმარტებული. მის არცერთ ადვოკატს არ მიეცა უფლება, რომ შესულიყო, არც ეს არის განმარტებული რატომ. ნიკა ყიფშიძე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, სააკაშვილის და მისი სურვილის შესაბმისად, დაუყოვნებლივ შევიდეს. ჩვენ დაველოდებით პირველივე შესაძლებლობას“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

სააკაშვილის პირადი ექიმი პენიტენციურ დაწესებულებასთან რამდენიმე საათის წინ მივიდა. ის სააკაშვილის ნახვას ითხოვდა.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025