ბექა ბასილაია კონსილიუმს - თქვენს დასკვნას შეესაბამება ის, რომ მიხეილ სააკაშვილის მოტაცების მერე იწყებენ მე-18 დაწესებულების აღჭურვას?

ხომ ხართ პროფესიონალები და მაღალი კვალიფიკაციის ექიმები, თქვენს დასკვნას შეესაბამება ის, რაც აქ ხდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მოტაცების მერე იწყებენ მე-18 დაწესებულების აღჭურვას? - ამ კითხვით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ კონსილიუმის ექიმებს მიმართა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი დაწესებულებაში სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ მიიტანეს, იმას ნიშნავს, რომ მე-18 დაწესებულება მზად არ იყო კონსილიუმის მოთხოვნები შეესრულებინა.

„მე მინდა მივმართო ასევე კონსილიუმის ექიმებს. ამდენი ხნის მანძილზე, ჩვენ თქვენ მიმართ არ გვქონდა ასე საჯაროდ რამე პრეტენზია გაცხადებული, ხომ ხართ პროფესიონალები და მაღალი კვალიფიკაციის ექიმები, თქვენს დასკვნას შეესაბამება ის, რაც აქ ხდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მოტაცების მერე იწყებენ აღჭურვას მე-18 დაწესებულების? თქვენ დასკვნას შეესაბამება ის, რომ თვენახევრის მანძილზე მოშიმშილე ადამიანი გადაიყვანონ იქ, იძულებით და მოტყუებით, სადაც მის მიმართ ფსიქოლოგიური ტერორი ხორციელდება, ეს პაციენტის უფლებების უზრუნველყოფაა?“, - განაცხადა ბასიალაიამ.

ის ასევე გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ნოემბერს ჩანიშნულ პროცესს და აღნიშნა, რომ სააკაშვილს პროცესზე დასწრების საშუალება უნდა მისცენ.

„რაც შეეხება სასამართლო პროცესს, სასამართლო პროცესი დარბაზში უნდა ჩატარდეს და მიხეილ სააკაშვილს საშუალება უნდა მიეცეს, პროცესზე გამოცხადდეს, ნებისმიერი უარი, ნებისმიერი ხელოვნური მიზეზი, რომ ბადრაგირება ვერ ხდება, იქნება კიდევ ერთხელ ლუსტრაცია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი ძრწის მიხეილ სააკაშვილის წინაშე და მას პანიკური შიში აქვს მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენის და ამას ისედაც, მთელი ამ დროის განმავლობაში ვხედავ“, - განაცხადა ბასილაიამ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ