ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი 10-მდე სპეცრაზმელმა წელს ზემოთ ტანსაცმელშემოხეული, მიწაზე თრევით მიიყვანეს დაწესებულებაში და იძულებით მოათავსეს პალატაში - სცადეს მისი დაბმა და ნემსის ასე გაკეთება

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მე-12 დაწესებულებიდან გაყვანაში პირადად იყო ჩართული ციხის დირექტორი ზურაბ მოდებაძე.

როგორც თუთბერიძემ ჟურნალისტებს გლდანის მე-18 დაწესებულებასთან განუცხადა, სააკაშვილი საკუთარი ნებით მას შემდეგ გაჰყვა დაწესებულების თანამშრომლებს, როცა მას მოატყუეს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ.

მისივე ინფორმაციით, სააკაშვილმა გლდანის ციხეში მიყვანის შემდეგ გაიგო, თუ სად იმყოფებოდა.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტი იძულებით, 10-მდე სპეცრაზმელმა, ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა გადმოათრია მანქანიდან პატიმრების მხრიდან ატეხილი ორგანიზებული ხმაურის ფონზე. ამ პატიმრებს წინასწარ მიაწოდეს ინფორმაცია ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი პირების თანამზრახველებმა, რომ მიხეილ სააკაშვილი გადმოჰყავდათ. დაიწყეს მორალური, ფსიქოლოგიური შეტევა მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც არანაირი გავლენა არ ექნება არც მესამე პრეზიდენტსა და არც მის უფლებადამცველებზე. უბრალოდ, ეს არის სირცხვილი და ძალიან კარგი ინდიკატორი, თუ სადამდე დაეშვა ქართული სახელმწიფო. მიხეილ სააკაშვილი 10-მდე ადამიანმა წელს ზემოთ ტანსაცმელშემოხეული, მიწაზე თრევით მიიყვანეს დაწესებულებამდე და იძულებით მოათავსეს პალატაში. ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ და არა მესამე პრეზიდენტის მიერ. არ არსებობს არცერთი ადამიანი, ვისაც მან ხელი დაარტყა. ტანსაცმელი ბუნებრივია, აღარ გვაქვს. მისი პალატაში მოთავსების შემდეგ ძალოვანი უწყების ორმა წარმომადგენელმა სცადა იძულებით ანალიზების აღება, მას მიუახლოვდნენ შპრიცებითა და ნემსებით, რაზეც ბუნებრივია, უარი განაცხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც სცადეს მისი დაბმა და სისხლის ასე აღება, მან ხელი ჰკრა ანალიზატორს, რომელიც არ გაფუჭებულა და დღესაც მუშაობს, უბრალოდ, რაღაც პლასტმასის დეტალი მოტყდა. ეს ფაქტი ცხადყოფს იმას, რომ დღევანდელ ხელისუფლებას აქვს ილუზორული ძალაუფლების შეგრძნება, ჰგონია, რომ ათამაშებს კუნთებს, თუმცა ცეცხლს ეთამაშება“, - განაცხადა თუთბერიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს