თბილისს დააკლდა ადამიანი, რომელიც თავისი საქმიანობით, საკუთარი შემოქმედებით ავსებდა და სიცოცხლეს სძენდა ჩვენი ქალაქის ცხოვრებას, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე გელა ჩარკვიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აცხადებს.
კალაძე სამძიმარს უცხადებს გელა ჩარკვიანის ოჯახსა და მეგობრებს.
„მთელი გულით ვწუხვარ გამორჩეული თბილისელის, ყველასთვის საყვარელი ადამიანის - გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო. თბილისს დააკლდა ადამიანი, რომელიც თავისი საქმიანობით, საკუთარი შემოქმედებით ავსებდა და სიცოცხლეს სძენდა ჩვენი ქალაქის ცხოვრებას. საქართველომ დაკარგა ცნობილი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი, ტელეწამყვანი. ვიზიარებ გელა ჩარკვიანის ოჯახის, მისი მეგობრების, კოლეგების და მთელი საქართველოს ტკივილს“, - ნათქვამია კალაძის სამძიმრის წერილში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"