მშენებლობის ავტომატიზაცია: პროგრამა ბალანსისა და იორკ თაუერსის თანამშრომლობის შესახებ

საბუღალტრო პროგრამა ბალანსი უკვე ერთი წელია, რაც კომპანია „იორკ თაუერსის“ სააღრიცხვო სისტემაა. ბალანსი არის 1C-ის პლატფორმაზე შექმნილი ქართული მინი ERP სისტემა, რომელიც აერთიანებს როგორც სამშენებლო პროცესების აღრიცხვას, ისე ფინანსებსა და ბუღალტერიას.

იორკ თაუერსი საქართველოს ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა და დღეს ერთ-ერთი ლიდერი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა. ბალანსთან თანამშრომლობის შესახებ იორკ თაუერსის ფინანსური მენეჯერი - გია კერესელიძე საუბრობს.

გია კერესელიძე, იორკ თაუერსის ფინანსური მენეჯერი:

„იორკ თაუერსი ყოველწლიურად ვითარდება, ამჟამად გვაქვს 3 მიმდინარე მშენებლობა და 2 საინვესტიციო პროექტი. მუდმივად ვცდილობთ ავითვისოთ ბაზრის რაც შიძლება დიდი წილი და დავასაქმოთ რაც შეიძლება მეტი თანამშრომელი. ჩვენს პროექტებზე ძირითადად დასაქმებულია ქართველი მუშახელი - 150-ზ მეტი თანამშრომელი.

მშენებლობა დავიწყეთ 2020 წლის სექტემბრიდან, შესაბამისად, დაგვჭირდა პროგრამა სადაც შევძლებდით აღგვერიცხა ფორმა 2-ები, შეგვეტანა ინფორმაცია ფორმა 29-ებიდან. ჩვენს ძველ პროგრამაში რთული იყო ამ ყველაფერის გაკეთება და მიმდინარე სამშენებლო პროცესების ჩამოწერა.

ბალანსის გუნდთან თანამშრომლობა დავიწყეთ წელიწადნახევრის წინ. ჯერ მივიღეთ ინფორმაცია ამ პროგრამის შესახებ, მოგვეწონა შესაძლებლობები - ბალანსის გუნდმა ჩვენი იმ დროისათვის არსებული ყველა მოთხოვნის შესაბამისი პროგრამული გადაწყვეტა შემოგვთავაზა“

კომპანიის რა პროცესების აღრიცხვისთვის იყენებთ ბალანსს?

„უშუალოდ პროგრამაში მუშაობა დავიწყეთ დაახლოებით წელიწადის წინ. გადმოვიტანეთ ბაზა ძველი პროგრამიდან და დღეს უკვე ბალანსში ვაკეთებთ ყველაფერს: საწყობის აღწერა, ნაშთების გაკონტროლება, რა პროდუქცია მიიღო მშენებლობამ, ფორმა 2-ები ფორმა29-ები შეგვაქვს და ბალანსიდან ჩამოწერას ვახდენთ მარტივად - ზოგადად ნაშთების კონტროლის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესოა ბალანსი.

ფინანსებსა და ბუღალტერიასაც სრულად ბალანსში ვაკეთებთ: მარტივად ხდება ნებისმიერი ტრანზაქციისა და დარიცხვის გაკეთება. ბალანსი ინტეგრირებულია შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდთან და ამგვარად ძალიან გამარტივებულია დეკლარაციების ატვირთვა. ეს ერთიორად გვიმარტივებს საქმეს და გვიზოგავს დროს.

ამასთან, ბალანსს აქვს ინტეგრაცია ონლაინ ბანკებთან, ამგვარად შესაძლებელია ბანკის ტრანზაქციებს პირდაპირ ჩამოწერა, რომელიც შემდეგ ავტომატურად ტარდება პროგრამაში და იქმნება ბუღალტრულ გატარებები“

როგორ შეაფასებდით ბალანსში მუშაობას ერთი წლის თავზე?

ბალანსმა გაგვიმარტივა მუშაობა, ბევრად მოქნილი გახდა კომუნიკაცია სამშენებლო პროექტსა და ბუღალტერიას შორის. შეგვიძლია ერთი რეპორტით გავიგოთ რა ნაშთი აქვს სამშენებლოს, ასევე რა აქვს საწყობს. გაგვიმარტივდა დეკლარაციების შევსება და გაგზავნაც: პროგრამაში ავტომატურად ივსება დეკლარაციისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია და შემდეგ ექსელით პირდაპირ იტვირთება RS.ge-ზე.

აქვე მინდა აღვნიშნო, მხარდაჭერაც: ბალანსს აქვს ონლაინ ჩატი - სადაც პირდაპირ ეკონტაქტები შენს მხარდაჭერის კონსულტანტს, არ გჭირდება დარეკვა, რაც ძალიან კომფორტულია“ - აღნიშნავს, იორკ თაუერსის ფინანსური მენეჯერი, გია კერესელიძე.

ბალანსი არის უნივერსალური პროგრამა, რომელიც იდეალურად ერგება არა მხოლოდ მშენებლობის, არამედ წარმოების, გაყიდვებისა და სერვისის სფეროს. ამასთან, ბალანსი არის Online ვაჭრობის პროგრამაც ღია ინტეგრაციის პროტოკოლით - Open API. ეს ნიშნავს, რომ ბალანსის ინტეგრაცია შესაძლებელია Online მაღაზიებთან, შედეგად ონლაინ პლატფორმასა და ბალანსს შორის ხდება მონაცემების მიმოცვლა გაყიდვებისა და ნაშთის რაოდენობების შესახებ, რაც მარტივებს გაყიდვების აღრიცხვას და საწყობში პროდუქციის კონტროლს. ბალანსის 1C დემო ვერსია შეგიძლია ნახოთ ოფიციალურ საიტზე - www.balance.ge დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბალაnსის გუნდს - +995 596 105 890.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა