„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარს განიხილავს

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარს განიხილავს.

შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

„ყურადღება მინდა გავამახვილო ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას სიფრთხილისკენ. რადიკალებს კი მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ მოგვიანებით დააზუსტა, თათბირი, სადაც ელენე ხოშტარიას მოწამვლის საკითხი სერიოზულად განიხილებოდა, დაახლოებით, 10 კაცი ესწრებოდა.

„ჩვენი ინფორმაციით, რაც გაუთქმელობის პირობით მოგვეწოდა, შედგა გარკვეული თათბირი, დაახლოებით 10-კაციანი, სადაც ეს საკითხი სერიოზულად განიხილეს. კიდევ ერთხელ ძალიან მკაცრად ვაფრთხილებთ ყველას, ხელი აიღონ ნებისმიერ ასეთ გეგმაზე. ნებისმიერ მცდელობაზე ისინი ჩვენგან მიიღებენ უმკაცრეს პასუხს. ეს არის ჩვენი პირობა მათ მიმართ. დანარჩენი დეტალები შეიძლება მოგვიანებით გახდეს ცნობილი“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება