ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას ითხოვს

სააკაშვილი მანქანით მიიყვანეს ციხესთან, მაგრამ ბოლო 30 მეტრი მანქანით არ გაატარეს - გადმოათრიეს და იმ ადგილიდან, პრაქტიკულად, 30 მეტრი საავადმყოფოს კორპუსამდე ათრიეს და ასმენინეს, რაც მოუწყვეს, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ციხეში მიყვანისას, სააკაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„სააკაშვილი მანქანით მიიყვანეს ციხესთან, მაგრამ ბოლო 30 მეტრი მანქანით არ გაატარეს. გადმოიყვანეს სპეციალური პატიმრების კორპუსთან, როგორც კი გაჩერდა მანქანა, დაიწყო გინება. არავინ იცოდა, რომ იმ მანქანაში სააკაშვილი იყო, ყოველ შემთხვევაში, არ უნდა სცოდნოდათ. გადმოათრიეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და იმ ადგილიდან, პრაქტიკულად, 30 მეტრი საავადმყოფოს კორპუსამდე ათრიეს და ასმენინეს, რაც მოუწყვეს.

ფაფის ჭამის ვიდეოს გამოქვეყნება თუ შეიძლება, მიხეილ სააკაშვილმა თუ დაარბია მთელი საავადმოყოფო, სად არის ეს ყველაფერი, ვიდეო ხომ არსებობს? ან პატიმრების „პრახოდები“ რომ არის და წივილ-კივილი, ამის ვიდეოც ხომ არსებობს, ამას რატომ არ აქვეყნებს? მე კი ვიცი, რაც ხდება შიგნით. ვინ ვინ ცემა, ამის ვიდეო ხომ გაქვთ? შეიძლება სააკაშვილმა ყველა ცემა, გვაჩვენეთ!“, - განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტი ექსპერტიზას მხოლოდ პირადი ექიმის თანამონაწილეობით ჩაიტარებს:

მიხეილ სააკაშვილი ექსპერტიზას გაივლის მხოლოდ მისი პირადი ექიმის თანამონაწილეობით და მარიამ ჯიშკარიანის - ჩვენი პოზიცია არის ასეთი“, - აღნიშნა გვარამიამ.

რაც შეეხება ხვალინდელ სასამართლო პროცესს, გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს სასამართლოში დასწრებას.

„ძალიან მაინტერესებს ციხის ადმინისტრაცია უარს როგორ ეტყვის დასწრებაზე. თუ მას 5 სართულის ჩამოსვლა შეუძლია და აქ სკამზე დაჯდომა საათების განმავლობაში და ლაპარაკი, როგორ აგვიხსნის, რომ ის თურმე სასამართლოში ვერ უნდა წავიდეს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს