ნინო ლაცაბიძე - პრემიერის მხრიდან არის დაპირება, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტს სხვადასხვა მიმართულებით გვერდში დაუდგება და ჩვენ ერთად აუცილებლად შევასრულებთ იმ დანაპირებს, რომელზეც ვესაუბრებოდით მოსახლეობას

ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები, რომლის განხორციელებასაც მომავალში ვაპირებთ და სწორედ ამ გეგმებზე ვისაუბრეთ, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მან ხაზი გაუსვა, რომ თითოეული მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს პრემიერთან შეხვედრა.

„პრემიერის მხრიდან არის დაპირება, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტს სხვადასხვა მიმართულებით გვერდში დაუდგება და ჩვენ ერთად აუცილებლად შევასრულებთ იმ დანაპირებს, რომელზეც ვესაუბრებოდით მოსახლეობას. ეს არის მუნიციპალიტეტის მხრიდან ძლიერი სოციალური და ჯანდაცვის სერვისები, რომელსაც განვახორციელებთ, ეს არის ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც სჭირდება ჩვენს ქალაქებს და სოფლებს, უკვე დაწყებულის ეფექტურად და სწრაფად დასრულება და ძალიან მალე დავიწყებთ იმ პროექტებსაც, რომელზეც იყო საუბარი, მაგალითად რუსთავში ვაპირებთ მედიათეკის მშენებლობას, ახალი რეკრეაციული სივრცეების განვითარებას. აუცილებელია, რომ მუნიციპალური სერვისები მოქალაქეებზე ორიენტირებული, უფრო მოქნილი, სწრაფი და ეფექტური გახდეს. სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი და მე დარწმუნებული ვარ, ამ ტიპის ფორმატი პრემიერთან ურთიერთობის გაგრძელდება, გვექნება ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია და ერთად შევძლებთ ჩვენი გუნდის მხრიდან გაჟღერებული თითოეული პროექტის განხორციელებას და ბოლომდე მიყვანას“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს