გარდაბნის მერი - დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა პრობლემას გავუმკლავდებით

დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა პრობლემას გავუმკლავდებით, - ამის შესახებ გარდაბნის მერმა დავით კარგარეთელმა, პრემიერ-მინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გარდაბნის რაიონში მრავალი პროექტი ხორციელდება, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია გარდაბნის რაიონის ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტი, რომელიც მესამე ეტაპზეა.

„გარდაბნის რაიონში მრავალი პროექტი ხორცილდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია გარდაბნის რაიონის ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტი, რომელიც მესამე ეტაპზეა. ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა და ველოდებით გამარჯვებულ კომპანიას. სამუშაოების შესრულების შემდეგ 5 სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. პროექტის განხორციელების ვადა 18 თვეა.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ვისაუბრეთ სხვადასხვა გამოწვევებზე და საჭიროებებზე, რომელიც აწუხებს ჩვენს მუნიციპალიტეტს. განვიხილეთ სამომავლო გეგმები. დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა პრობლემას გავუმკლავდებით“, - განაცხადა დავით კარგარეთელმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს