გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ერისთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და სპექტაკლში მონაწილე მსახიობებს უკრაინის თეატრალურ ფესტივალში მიღწეული წარმატებები მიულოცა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ერისთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და სპექტაკლში მონაწილე მსახიობებს უკრაინის თეატრალურ ფესტივალში მიღწეული წარმატებები მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მადლობის სიგელი ასევე გადაეცა ერისთავის თეატრალურ დასს. შეხვედრაზე ისაუბრეს უკრაინაში გასტროლის დროს მიღწეულ წარმატებებსა და ერისთავის თეატრის სამომავლო გეგმებზე.

„გორის მუნიციპალიტეტის მერი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მხარდაჭერას დაჰპირდა. ნიკოლაევის საერთაშორისო კონკურს - ფესტივალზე ერისთავის თეატრი დაჯილდოვდა:საუკეთესო ექსპერიმენტული ნამუშევარი სპექტაკლი “შეცვალე” - რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი.საუკეთესო მსახიობი ქალი - ლიკა კევლიშვილი. ალტერნატიული ჟიურის გადაწყვეტილებით საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი- ქეთი ლუარსაბიშვილი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა