აჭარის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის და 2022-2025 წლების პრიორიტეტები განიხილეს უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კანონის პროექტი და მისი თანმდევი დოკუმენტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ და თანამომხსენებელმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ წარმოადგინეს.

„კანონის პროექტის თანახმად, აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტი, პანდემიის მიუხედავად, საგრძნობლად იზრდება და 436 მილიონ ლარს შეადგენს. 30 მილიონი ლარით იზრდება საშემოსავლო გადასახადები და 320 მილიონს აჭარბებს. ამასთან, იზრდება ყველა მხარჯავი დაწესებულების ბიუჯეტი და საერთო მნიშვნელობის რესპუბლიკური გადასახადები. ბიუჯეტის პროექტში გაწერილია ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობაზეა გათვლილი. მომავალი წლისთვის სიახლეა ისეთი პროგრამები, როგორებიცაა: „ახალი შესაძლებლობები ბიზნესს“ და „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის - ნინო ნიჟარაძის განცხადებით, იზრდება სამინისტროს ყველა პროგრამის დაფინანსება და შესაბამისად, ამ პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობაც. უწყების ბიუჯეტი, მომავალი წლისთვის 28 მილიონს აჭარბებს.

მოხსენებების დასრულების შემდეგ, მინისტრებმა მოისმინეს უმაღლესი საბჭოს წევრთა შენიშვნები, რეკომენდაციები და უპასუხეს მათ კითხვებს. კომიტეტებმა, სხდომაზე გამოთქმული წინადადებების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირეს საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

გაერთიანებული სხდომის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს და ცნობად მიიღეს ორივე მინისტრის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა.

რაც შეეხება დღის წესრიგის ბოლო საკითხს - ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ, შესაბამისი ინფორმაცია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს