ნიკა მელია - რეჟიმს მშვიდობიანი, უწყვეტი, თანმიმდევრული, დისციპლინირებული აქციებით გავტეხავთ - არავინ დაიხევს უკან

ჩვენ ამ რეჟიმს მშვიდობიანი, უწყვეტი, თანმიმდევრული, დისციპლინირებული აქციებით გავტეხავთ, აქციები გაიმართება ყოველ დღე - არავინ არ დაიხევს უკან ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა საჭიროა სიმტკიცე და რეჟიმი განწირულია მარცხისთვის.

„დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე ვიხილეთ რეჟიმი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძალადობის იმედზეა, მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიციელების იმედზეა, მხოლოდ და მხოლოდ ძალის იმედზეა და რატომ? იმიტომ, რომ სიმართლე აღარ არის მათ მხარეს უკვე დიდი ხანია იმიტომ, რომ ისინი აცნობიერებენ არჩევნები არის მიტაცებული და ხელისუფლება აქვთ მიტაცებული. ისინი იძულებულები არიან ყოველდღიურად მეტი და მეტი ძალადობა გამოაჩინონ უკიდურესად მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ და ჩვენ სწორედ ასეთი სურათი ვნახეთ აქციების დაწყებამდე. ამ წუთის მდგომარეობით, 46 მშვიდობიანი აქციის მონაწილეა დაკავებული და სხვადასხვა ქალაქში ჰყავთ გადაყვანილი, მათ შორის, საკრებულოს დეპუტატები, პოლიტიკოსები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქციები, საპროტესტო მოძრაობა შეწყდება. პირიქით, ყოველდღე გაიზრდება და ჩვენ ამ რეჟიმს მშვიდობიანი, უწყვეტი თანმიმდევრული, დისციპლინირებული აქციებით გავტეხავთ. ამიტომ, ხვალ 14:00 საათზე ვაჟა-ფშაველას ძეგლთან გაიმართება აქცია და ველოდებით ყველას ვისაც მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება კოპირებს რუსეთს და ბელორუსს. დიახ, დღეს იყო კალკით გადმოტანის მცდელობა იმ ყველაფრისა, რასაც სჩადის პუტინი და ლუკაშენკო თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ - არაფერი განსხვავებული დღეს ჩვენ აქ არ ვიხილეთ, ამიტომ ხვალ გელოდებით ყველას 14:00 საათზე და ასეთი აქციები გაიმართება ყოველ დღე. დიახაც, ყოველდღე მანამ, სანამ ეს რეჟიმი არ გატყდება და ამ რეჟიმს მრავალრიცხოვნებით, სიმტკიცით და სიმშვიდით აუცილებლად გავტეხავთ. არ დაიხევს უკან არავინ. დააკავეთ 46 ადამიანი?! მაგრამ ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ასი ათასობით, მილიონზე მეტი აქტიური მოწინააღმდეგე ჰყავს რეჟიმს?! ამიტომ, ეს რეჟიმი განწირულია მარცხისთვის. ახლა სიმტკიცე, ნებისყოფა, და სიმშვიდეა საჭირო დროის საკითხია მხოლოდ ამ რეჟიმის დამარცხება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

როგორც მელიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ბრძოლის სიმბოლოა და ბრძოლა ყოველდღიური იქნება.

მიხეილ სააკაშვილი იცოცხლებს, იქნება ცოცხალი, ჯანმრთელი და მალე თავისუფალი. დღესაც გამოჩნდა, რამდენად ეშინიათ თავისუფლების იდეის, მიხეილ სააკაშვილი არის სიმბოლო ბრძოლისა, დაპირისპირებისა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გააჩაღა. ეს ბრძოლა გულისხმობს ცივილიზაციასა და ჩრდილოეთს შორის, ბრძოლა უსამართლობასა და სამართლიანობას შორის. თავი რომ დავანებოთ პარტიულ ინტერესებს, მომავლისა და წარსულის დაპირისპირებაა. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი მომავლის სასარგებლო მხარეს ვდგავართ. ამიტომ, რაც არ უნდა პატიმრების, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მცდელობით იყოთ დაკავებულები, ხელს ვერ აგვაღებინებთ ამ ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ბრძოლაზე. ვერ აგვაღებინებთ, მორჩა და გათავდა, უნდა შეეგუოთ. თითოეული ჩვენგანი უნდა შევეგუოთ, რომ ბრძოლა ყოველდღიური და ყოველსაათობრივი იქნება”, - განაცხადა მელიამ.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
სოფიო გრაკალიშვილი - მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება
"არქი" ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა
ისტორიული დღე ვატიკანში - პირველად, სიქსტის კაპელაში, ქართული გალობა გაისმა
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია