ბათუმის მერი - ყველა იმ დანაპირებს, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებთან გვქონდა და ყველა იმ პროგრამულ პრიორიტეტებს, რომელიც წარვუდგინეთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ერთობლივად გავუმკლავდებით და გადავწყვეტთ დადებითად

დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები, - ამის შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული მერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ქალაქ ბათუმში, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში პრემიერის მხარდაჭერით, კონკრეტული ღონისძიებები, „განახლებული რეგიონების" ფარგლებში მიმდინარეობს.

„ბუნებრივია, როგორც საბიუჯეტო ნაწილში, ასევე სხვა მხრივაც, იმ გამოწვევების წინაშე, რის წინაშეც დგას ქალაქი ბათუმი, როგორც პრემიერ-მინისტრი, ასევე საქართველოს მთავრობის ყველა რგოლი იქნება ჩართული და სამომავლოდ, ყველა იმ დანაპირებს, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებთან გვქონდა და ყველა იმ პროგრამულ პრიორიტეტებს, რომელიც წარვუდგინეთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ერთობლივად გავუმკლავდებით და გადავწყვეტთ დადებითად", - აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა