კარლ ჰარცელი ევროკავშირის პროექტების გასაცნობად კახეთს ეწვევა

11-12 ნოემბერს, კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კახეთში გაემგზავრება, რათა ხაზი გაუსვას ევროკავშირის მიერ რეგიონის მხარდაჭერას - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელჩი ჰარცელი ეწვევა სხვადასხვა ადგილს ყვარელში, თელავსა და პანკისში და შეხვდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარებს. ამასთან, ვიზიტების თემები შეეხება ენერგოეფექტურობას, ბიზნესისა და მეწარმეობის მხარდაჭერას, ეკონომიკურ და სოფლის განვითარებას და სხვა. „იმავე დღეს, ელჩი ჰარცელი ეწვევა ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ EU4Business-ის ინიციატივის ფარგლებში მხარდაჭერილ ენერგოეფექტურ პროექტებს: სასტუმრო „ყვარლის ტბას“, რომელიც განახლდა ენერგოეფექტურობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სტანდარტების შესაბამისად; „ასკანელი ძმების მეღვინეობას“, რომელსაც მხარდაჭერა გაეწია სურსათის უვნებლობის, ენერგოეფექტურობის, ნარჩენების მართვის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტების გასაუმჯობესებლად; სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ს თელავში, რომელიც განახლდა და აღიჭურვა ენერგოეფექტური სისტემებით, ასევე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სტანდარტების შესაბამისად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

12 ნოემბერს, ელჩი ჰარცელი იყალთოს საბავშვო ბაღს გახსნის, რომელიც სრულად განახლდა და აღიჭურვა ენერგოეფექტური სისტემებით ევროკავშირის მერების შეთანხმების სადემონსტრაციო პროექტის ფარგლებში; ეწვევა სწავლებისა და დასაქმების ხელშემწყობ ცენტრს, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის ფარგლებში; გახსნის მედიაწიგნიერების ცენტრს პანკისელ მასწავლებლებთან ერთად; შეხვდება ქალთა საბჭოს პანკისში, ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებთან ერთად”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა