გია ვოლსკი რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სიკერი გია ვოლსკი რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კრისტინა მარტი ლანგს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ელჩს გააცნო რეგიონში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ. მხარეებმა განიხილეს ასევე სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც 2010 წელს იყო მიღებული და ყურადღება გაამახვილეს პროცესზე, რომელიც ამ სტრატეგიის შეფასებას და შემდგომ ახალი სტრატეგიის შემუშავებას უნდა მოჰყვეს კონფლიქტების ტრანსფორმაციის და შემდგომ, საბოლოო მოგვარების თვალსაზრისით.

„ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების თაობაზე და იმ პროცესების შესაძლო განვითარებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ნდობის ატმოსფეროს შექმნას სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიაზე. საუბარი ასევე შეეხო იმ ხელშემშლელ ფაქტორებს, რომელსაც ქმნის საოკუპაციო რეჟიმი, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არსებობს კარგი პროექტები და იდეები, რომელიც მხარეებს გააჩნიათ. ვისაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე ნდობის აღდგენის საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა გია ვოლსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს