ელექტრონული ხელმოწერა სულ უფრო პოპულარული ხდება

დოკუმენტების ელექტრონულად გაფორმება და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება საქართველოში. ამას ხელი შეუწყო ბაზარზე ელექტრონული ხელმოწერების პირველი პლატფორმის, Signify-ს გამოჩენამ, რომელიც უკვე 8 თვეა ადგილობრივ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს კონტრაქტების და ხელმოწერების გაციფრულებაში ეხმარება.

2020 წლის პანდემიურმა პროცესებმა არაერთი სერვისისა თუ პროდუქტის გაციფრულება გამოიწვია. მათ შორის აღმოჩნდა ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმების პროცესი. მსოფლიოს მსხვილი ბაზრებისთვის ციფრული ხელმოწერა სიახლე არ ყოფილა, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე, სადაც ჯერ კიდევ აქტიურად გამოიყენება მატერიალური, ე.წ. სველი ხელმოწერა. სწორედ ამ მოვლენებმა განაპირობა, რომ Signify-ს ბაზარზე გამოჩენამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრონული ხელმოწერა ქართველი მომხმარებლისთვის ნაცნობი იყო, რადგან უკვე რამდენიმე წელია აქტიურად გამოიყენება კვალიფიციური ელ.ხელმოწერა, რომლისთვისაც საჭიროა ID ბარათი, მისი წამკითხველი, პინ კოდი და პროგრამული უზრუნველყოფა. ამ ტექნიკური სირთულეების გამო ყოველდღიურ საქმიანობაში ციფრული ხელმოწერის გამოყენებამ აქამდე დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა.

სწორედ ეს არის Signify-ს მთავარი უპირატესობა - ის საშუალებას აძლევს ორგანიზაციებსა და ინდივიდებს, გაგზავნონ და ხელი მოაწერონ დოკუმენტებს ელექტრონულად, ყოველგვარი დამატებითი მოწყობილობის გარეშე, როგორც პერსონალური კომპიუტერით, ასევე მობილურით და პლანშეტით, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ლოკაციიდან. ეს საგრძნობლად ამარტივებს და ასწრაფებს დოკუმენტის გაფორმების პროცესებს. რაც მთავარია, ლეგალურად და უსაფრთოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

„ინტერესი ძალიან დიდია. ყოველ დღე ვესაუბრებით სხვადასხვა მსხვილ თუ საშუალო და მცირე კომპანიების წარმომადგენლებს და ვისმენთ მათ წუხილს ფურცლებთან დაკავშირებით. ეს გვარწმუნების იმაში, რომ Signify-ს გამოჩენა ქართულ რეალობაში ძალიან დროული და საჭირო იყო“, – ამბობს ზვიად წოწკოლაური, Signify-ს მმართველი პარტნიორი, - „ბიზნესებმა, რომლებიც „ფურცლომანიაში“ რესურსის, მინიმუმ, 5%-ს ხარჯავენ, დაზოგილი დრო და რესურსი ისევ ბიზნესის განვითარებას რომ მოახმარონ, ეს, გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნის მშპ-ს გაზრდაშიც შეიტანს წვლილს. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, გაგვეციფრულებინა კონტრაქტები და ამით ბიზნესისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, უფრო მეტი ფოკუსი საქმესა და განვითარებას მოახმარონ და არა – ბიუროკრატიულ პროცედურებს“.

პირველი მარტიდან დღემდე პლატფორმის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენება უკვე 200-ზე მეტმა კომპანიამ დაიწყო. 8 თვის მანძილზე Signify-ს საშუალებით 23,000-ზე მეტი ელექტრონული ხელმოწერა გაკეთდა. პლატფორმის აქტიურ მომხმარებლებს შორის არიან კომპანიები სადაზღვევო, საბანკო, საცალო, საფინანსო, მიტანისა და სხვა ინდუსტრიებიდან.

Signify-ს შექმნაზე მუშაობდა ქართული კომპანია RockIT ბრიტანელ პარტნიორებთან მჭიდრო კოლაბორაციით. პლატფორმას გავლილი აქვს უსაფრთხოების სერტიფიცირების ყველა ეტაპი და აკმაყოფილებს როგორც ევროკავშირსა და აშშ-ში მოთხოვნილ უმაღლეს სტანდარტებს, ასევე ადგილობრივ სპეციფიკურ მოთხოვნებს.

ახალი სერვისი ადაპტაციას ჯერ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გადის, სამომავლოდ კი მისი გატანა საერთაშორისო ბაზრებზეც იგეგმება. კომპანიის მიზანია, რამდენიმე წელიწადში მთლიანად ჩანაცვლდეს ფურცლები ელეტრონული დოკუმენტებით.

პლატფორმაზე რეგისტრაცია უფასოა - signify.ge

(R)

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს