იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს ხელისუფლებას დააბრალოს, თითქოს სააკაშვილს ციხეში არაადამიანურად ეპყრობიან

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს ხელისუფლებას დააბრალოს, თითქოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ციხეში არაადამიანურად ეპყრობიან. როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში აქვს ტელევიზორი და სხვა პირობებიც აქვს შექმნილი.

„მესამე ბრალდება, რომელზეც მიზანმიმართულად ცდილობენ, რომ წამოწიონ საზოგადოებაში და იუსტიციის სამინისტროს, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და ზოგადად, მთავრობას დააბრალონ ის, თითქოს ჩვენ ვინმეს ვაწამებთ ან არაადამიანურად ვეპყრობით. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ შემდეგს -შემოსახლებიდან დღემდე, ეს იყო პირველ ოქტომბერს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა 179 ვიზიტორი. იგი 24 სთ-იანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება ექიმების მხრიდან. ასევე, მას შემოსახლებისთანავე, ზუსტად 2 დღეში, მათ შორის არასამუშაო დღეებში საბანკო ბარათი დაუმზადდა. ასევე, მას აქვს ტელევიზორი. როდესაც თანხა ამოეწურა ბარათზე და მაცივარი უნდოდა, ადმინისტრაციამ კეთილი ნების საფუძველზე მისი ეს თხოვნაც შეასრულა. ასევე საზოგადოებას ვეტყვით, რომ მუდმივ რეჟიმში, 24 სთ-ის განმავლობაში მასთან მორიგეობდა რეანომობილი, იქ მორიგეობდნენ ექიმები, რომლებიც მის ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ. ასევე სწორედ ჩვენ შევქმენით კონსილიუმი, რომლის მიზანი იყო, ჩვენს კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალთან ერთად გაეწიათ გარკვეული რეკომენდაციები, რომელსაც ყოველ ჯერზე მაქსიმალურად ვითვალისწინებდით. ასევე ჩვენ შევქმენით ცალკე სამუშაო ჯფგუფი, რომელიც მართლაც უპრეცედენტოა მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე ზედამხედველობის მიზნით. სწორედ ჩვენ შემოვიყვანეთ ამ ჯგუფში სახალხო დამცველი, პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარე. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად ღია და ხელმისაწვდომი“,-განაცხადა ბრეგაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა