პარტია „დროა“ იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს

პარტია „დროა" იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს. როგორც პარტიის წევრმა, გიგა ლემონჯავამ პარლამენტთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ მოთხოვნის დაყენების საკითხთან დაკავშირებით ისინი ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს გაივლიან.

„კადრები, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა, შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის უმძიმეს ფაქტებს. აქ საქმე გვაქვს სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულებთან. ერთი მხრივ ეს არის პერსონალური ინფორმაციის უკანონო გასაჯაროება, მეორე მხრივ, საქმე გვაქვს წამებასთან, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ. ამდენად, აუცილებლად მიგვაჩნია, დატოვოს თანამდებობა იუსტიციის მინისტრმა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სისტემატურად ჩადის დანაშაულს, არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს. გარდა სამართლებრივი ნაწილისა, ეს არის ერთ- ერთი ყველაზე ამორალური ქმედება, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მომხდარა ბოლო პერიოდის განმავლობაში,"- განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

პარტია „დროა“ იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს

პარტია „დროა" იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს. როგორც პარტიის წევრმა, გიგა ლემონჯავამ პარლამენტთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ მოთხოვნის დაყენების საკითხთან დაკავშირებით ისინი ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს გაივლიან.

„კადრები, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა, შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის უმძიმეს ფაქტებს. აქ საქმე გვაქვს სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულებთან. ერთი მხრივ ეს არის პერსონალური ინფორმაციის უკანონო გასაჯაროება, მეორე მხრივ, საქმე გვაქვს წამებასთან, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ. ამდენად, აუცილებლად მიგვაჩნია, დატოვოს თანამდებობა იუსტიციის მინისტრმა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში სისტემატურად ჩადის დანაშაულს, არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს. გარდა სამართლებრივი ნაწილისა, ეს არის ერთ- ერთი ყველაზე ამორალური ქმედება, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მომხდარა ბოლო პერიოდის განმავლობაში,"- განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი