ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელ, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლები გორში იმყოფებიან

ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელ, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლები გორში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მერიის სოციალური პროექტები და გენდერული საბჭოს მიერ განხორციელებული აქტივობები. ამასთან, ისაუბრეს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ, ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის თემებზე, რა პროგრამები და ღონისძიებები ხორციელდება მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით.

„ევროპის საბჭოს კონვენციის შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელ, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი სტამბულის კონვენციის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს.

ექსპერტთა ჯგუფი უკვე შეხვდა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს. საქართველოს მთავრობამ ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციის შესრულების თაობაზე ანგარიში GREVIO - ს 2020 წლის ნოემბერში გაუგზავნა.

პროცედურის მიხედვით, ისინი ადგილზე შეაფასებენ მდგომარეობას და დაწერენ შეფასებისა და მონიტორინგის ანგარიშს”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა