ნიკოლოზ მეტრეველი - ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შშმ პირების ეტლით სარგებლობის პრობლემა მოგვარებულია

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში ორგანიზაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ხელმძღვანელს მაია კვეზერელს უმასპინძლეს.

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრას მერის მოადგილეები ნიკოლოზ მეტრეველი და ფიქრია ყუშიტაშვილი, ასევე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი და საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი ზურაბ ქემაშვილი ესწრებოდნენ.

საუბარი ორგანიზაციის საქველმოქმედო საქმიანობას და თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან სამომავლო თანამშრომლობას შეეხო.

დღესვე, მხარეებმა შშმ პირებს სარგებლობაში 9 ეტლი გადასცეს.

,,აღნიშნულ ორგანიზაციასთან თელავის მუნციპალიტეტის მერია 2014 წლიდან თანამშრომლობს.

ამ წლების განმავლობაში, აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჯამში 89 ეტლი, ასევე შშმ პირების გადასაადგილებლად საჭირო საშუალებები გადმოგვცეს.

აღსანიშნავია,რომ ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შშმ პირების ეტლით სარგებლობის პრობლემა უკვე მოგვარებულია, ამ საკითხზე შემოსული ყველა განაცხადი დაკმაყოფილებულია”, - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნიკოლოზ მეტრეველმა.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
სოფიო გრაკალიშვილი - მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია