ხელვაჩაურში, ბეთლემისა და სხალთის ქუჩებზე ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აღნიშნულ დასახლებაში 2 ათასი გრძ.მ.
ქსელი მოეწყობა. ახალი წყალმომარაგების ქსელით 200-მდე ოჯახი ისარგებლებს.
ბეთლემისა და სხალთის ქუჩების შემდეგ წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები დაწყება დაგეგმილია ნიკო ჯაყელის, ოშკის, ხაკაბრის, ფრიდონ ხალვაშის , მე-2, მე-3, მე-5 და მე-9 ჩიხებში, - ნათქვამია ინფორმაციაში.