„გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის" რუსთავში, სუს-ის შენობასთან აქცია-პერფორმანსს მართავს

,,გირჩი- მეტი თავისუფლებისთვის" რუსთავში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მდუმარე აქცია პერფორმანსს მართავს. პარტიის წევრმა ირაკლი კუკანიამ შენობის შესასვლელი ავტომობილით ჩაკეტა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისა და პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად გაეყვანა ავტომობილი ტერიტორიიდან ან გადმოსულიყო სასაუბროდ, ის ავტომანქანიდან არ გადმოდის.

ავტომობილის ფანჯარაზე მას გაკრული აქვს პლაკატები „კომენტარს არ ვაკეთებ, მიმართეთ პრესცენტრს", ასევე პლაკატი შემდეგი მოთხოვნებით: საარჩევნო სისტემა მთლიანად პროპორციული გახდეს, ბარიერი შემცირდეს 2%-მდე, გაზაფხულზე ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები და მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში იქნას გადაყვანილი.

აქცია პერფორმანსის მიმდინარეობისას პოლიციამ ირაკლი კუკანიას ავტომობილთან მდგომი სამი პირი, ტერიტორიას განარიდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა