ოზურგეთში ჯორჯიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებისთვის წყლის ახალი ქსელის მოწყობა დასრულდა

წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე წყლის ახალი ქსელის მოწყობა დასრულდა, სადაც 1 კმ-მდე ახალი მაგისტრალური მილი მოეწყო.

აღნიშნულ ქუჩაზე, წლების განმავლობაში არ არსებობდა წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა, რის გამოც მოსახლეობა წყალს თვითნებურად მოწყობილი ჭებიდან იღებდა.

მათივე ცნობით, სამუშაოების ფარგლებში ახალი სისტემები გაკეთდა და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. შედეგად, ადგილობრივებს პრობლემები საბოლოოდ მოუგვარდათ და სტაბილური წყალმომარაგებით სარგებლობენ.

კომპანია რეგიონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა