იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია დაიწყო

ქუთაისში ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, რომელმაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც მან აღნიშნა, ასსაფეხურიანი კიბე ქუთაისელების საყვარელი ადგილია.

„ნამდვილად საჭიროებდა ეს პროექტი განხორციელებას და მიხარია, რომ მოხერხდა დაფინასება. შესაბამისად, პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. მისი ღირებულება 674 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოებს კომპანია „ბრიტანია ქონსთრაშენი“ აწარმოებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ობიექტის გამაგრებას, სრულიად მოპირკეთებას, გამწვანებას, განათებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას გულისხმობს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა