დიმიტრი შაშკინი ხვალ სასჯელაღსრულების სისტემაში კვების ახალი სტანდარტის დანერგვის პრეზენტაციას დაესწრება

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი ხვალ სასჯელაღსრულების სისტემაში კვების ახალი სტანდარტის დანერგვის პრეზენტაციას დაესწრება.;

;როგორც ~ინტერპრესნიუსს~ სამინისტოდან აცნობეს, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამგზავრო კვების პრეზენტაცია გლდანში სასჯელაღსრულების #8 საპყრობილეში გაიმართება.

ახალი სტანდარტის მიხედვით, მსჯავრედებულებს და პატიმრებს მგზავრობის დროს თან ინდივიდუალურად ექნებათ საკვები. საკვები განთავსებული იქნება სპეციალურ კონტეინერებში. სამგზავრო ულუფა შედგება; სამი სახის მენიუსგან - წიწიბურა, სოსისი, ნამცხვარი, პური და გამაგრილებელი სასმელი; ბრინჯი, მოხარშული კვერცხი, პური, ნამცხვარი და; გამაგრილებელი სასმელი; ვერმიშელი, კოტლეტი, პური, ნამცხვარი და გამაგრილებელი სასამელი.

მთლიანად სასჯელაღსრულების; სისტემაში; ყოველდღიურად დაახლოებით 200-მდე პატიმარი და მსჯავრდებული გადაადგილდება. ყოველთვიურად სისტემა დაახლოებით 5 000-დან 6 000-მდე საკვებ კონტეინერს მოიხმარს.

;