ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა მიმდინარე პროექტები დაათვალიერა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა მიმდინარე პროექტები, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა. აღნიშნულ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის ცნობით, ლენტეხში საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ფარგლებში, გზების ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ჩიხარეშის თემში: სოფ. ნაცულში და მელეში (მანკვიშერის უბანში) სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხოლო ჩიხარეშში, ახალშენში და ლაშხარაშში ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
პროექტი მუნიციპალიტეტის დაკვეთით რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. საგზაო სამუშაოებს შპს „გამა+“ ასრულებს.
ცნობისთვის, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მომდევნო წელსაც გაგრძელდება.

























