“გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრმა იმედა კლდიაშვილმა შიმშილობა დაიწყო. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იმედა კლდიაშვილი გუშინ, ქუთაისში, სუს-ის შენობასთან პროტესტის დროს დააკავეს. შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება კი დღეს მიიღო.
იმედა კლდიაშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლიკაში გადაყვანასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.