„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, დღეს სხვადასხვა სახის საპროტესტო აქცია გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, დღეს სხვადასხვა სახის საპროტესტო აქცია გაიმართება. აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე გუშინ განაცხადა.

კონკრეტული გეგმის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

როგორც ნიკა მელიამ გუშინ განმარტა, აქციები არამხოლოდ თბილისში, არამედ სხვა რეგიონშიც ჩატარდება.

„გაიმართება რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა თბილისში და არამხოლოდ თბილისში, რასაც ახლა არ დაავანონსებ, მაგრამ დილიდან ამ ყველაფერს იხილავთ.

ძალიან კარგია, რომ სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფი, ოპოზიციური პარტია, ამ საერთო საპროტესტო მოძრაობაშია ჩართული, რომ მიტაცებული არჩევნები უკან დაიბრუნონ, ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა მოვიპოვოთ.

14ნოემბერს , 19:00 საათზე „სირცხვილია“ აქ, რუსთაველის გამზირზე, აქციას გამართვს, ჩვენ კი სხვადასხვა წერტილში, სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციას გავმართავთ, არამხოლოდ თბილისში“,-აღნიშნავს მელია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა