ნინო გოგუაძე - ანალიზების მიხედვით, ელენე ხოშტარიას სასიცოცხლო პარამეტრები მძიმდება

ელენე ხოშტარიას ანალიზების მიხედვით, მისი სასიცოცხლო პარამეტრები მძიმდება, ნამდვილად არ არის კარგი მდგომარეობა მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით - მინდა ხელისუფლებას ვუთხრა, რომ ამ ორივე ადამიანის - მიხეილ სააკაშვილის და ელენე ხოშტარიას სიცოცხლე და ჯანმრთელობა პირდაპირ მათი პასუხისმგებლობაა , - ამის შესახებ ,,დროას” წევრმა ნინო გოგუაძემ პარლამენტში განაცხადა.

გოგუაძის თქმით, ხელისუფლებამ დროული ნაბიჯები უნდა გადადგას.

,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველა ძალიან ვშფოთავთ, ვიცით რომ მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. კონსილიუმი მასთან ჯერ არ შესულა და ველოდებით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოიჩენს ჰუმანურობას და მოგვაწვდის ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, ანალიზების მიხედვით მისი სასიცოცხლო პარამეტრები მძიმდება, ნამდვილად არ არის კარგი მდგომარეობა მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მინდა ხელისუფლებას ვუთხრა, რომ ორივე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა პირდაპირ მათი პასუხისმგებლობაა და გადადგან დროული ნაბიჯები მათი სიცოცხლის გადასარჩენად.

ჯერჯერობით ამ ოთახში არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიიღება, არანაირ გამწვავებას პარლამენტის შიგნით არ ვაპირებთ, თუ პროტესტის ფორმას შევცვლით, ამასაც გაგაგებინებთ, ოღონდ არ აქ და ახლა”, - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს