ფოთის მერია - ფოთში დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევები მიმდინარეობს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, კლინიკაში „ლაზიკამედი“- დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

კონსულტაციებს ბავშვთა ორთოპედ - ტრავმატოლოგი ირაკლი რობაქიძე და ოფთალმოლოგი ქეთევან გიორგიძე ატარებენ.

„პროგრამის მიზანია თვალის პათოლოგიების გამოვლენა და პრევენცია, სქოლიოზის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით ორთოპედის კონსულტაცია და ხერხემლის რენტგენოლოგიური კვლევა. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკურ გამოკვლევას, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში გავრცელებული პათოლოგიების, კერძოდ, თვალისა და ხერხემლის(სქოლიოზის) პათოლოგიების პრევენციის მიზნით.

აღნიშნულ მომსახურებას ტენდერში გამარჯვებული კლინიკა „ლაზიკამედი“ ახორციელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს