გიგი წერეთელი - "ქართული ოცნება" დასავლეთთან კონფრონტაციის თვალსაზრისით "ახალ სიმაღლეს" იპყრობს

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება რუსეთის „წისქვილზე ასხამს წყალს“. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ აღნიშნა, პუტინს მისი დასჯა უნდოდა და ის არის ახლა დასჯილი საქართველოს ხელისუფლების ხელით.

„ყველას ახსოვს, რომ სააკაშვილს მსოფლიოს გასაგონად პუტინი დაემუქრა. ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, ყოველთვის იარსებებს ამ პროცესში. ჩემი მეგობრები, ოპოზიციონერები და სხვები ამბობენ, რომ ის არის პუტინის პატიმარი. პუტინს მისი დასჯა უნდოდა, ის არის ახლა დასჯილი საქართველოს ხელისუფლების ხელით. ამიტომ, ის არის პუტინისთვის სასურველი პატიმარი“, - განაცხადა წერეთელმა.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკითხის გადაწყვეტა ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული, რადგან „ქართული ოცნება“ მის გარეშე სერიოზულ გადაწყვეტილებას ვერ იღებს.

„ეს ყველაფერი დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებზე. კარგად ვიცით, რომ მის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებენ. ამიტომ, მანამდე ეს ვითარება გაგრძელდება, ვიდრე მას პირადად არ შეექმნება დისკომფორტი. ამიტომ არის საუბარი სანქციებზე და ა.შ“,-აღნიშნა წერეთელმა.

როგორც მან განმარტა, სააკაშვილს უნდა მიეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და მისი ჯანმრთელობის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა იყოს. ამასთან, მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან პასუხი ძალიან მკაცრი იქნება.

„ეს კიდევ უფრო ახალი „სიმაღლეა“, რასაც „ქართული ოცნება“ დასაველთთაან კონფრონაციის თვალსაზრისით იპყრობს. მათი თითის დაქნევის არავის ეშინია. ყველაზე ჩუმად ვინ არის ამ სიტუაციაში და ვინ არ იღებს ხმას? ვის მოსწონს ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. „რბილი ძალის“ თვალსაზრიისთ მათთვის შედეგები ძალიან კარგია“,-განაცახდა წერეთელმა.

მისი განმარტებით, კიდევ უფრო მასშტაბური უნდა გახდეს პროტესტი, რომ სიტუაცია შეიცვალოს.

„გონიერ ხელისუფლებას ესმის, პროტესტს როგორ უპასუხოს. როგორ გადადგას კონტრუქციული ნაბიჯები, რა გაითვალისწინოს და რა არა. უგუნურ ხელისუფლებას, რომელიც ცუდად ამთავრებს, მხოლოდ ძალა და რეპერესიული მექანიზმები იზიდავს და ამას აკეთებს, რასაც სამწუხაროდ, ჯერჯერობით საქართველოში ვხედავთ“,-განაცხადა წერეთელმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife