მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე - სასამართლო არ გეგმავს პროცესების ციხეში გაგრძელებას

ამას აქვე დავუსვამ წერტილს, სასამართლო არ გეგმავს პროცესების ციხეში გაგრძელებას, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, სასამართლო პროცესები ციხეში მასაც ჩაუტარებია, თუმცა, ამისთვის საკმარისი საფუძველი და აუცილებლობა უნდა არსებობდეს.

„დაცვის მხარის მოლოდინი, რომ სასამართლო პროცესების პენიტენციურში ჩატარებას აპირებს, რომ თითქოს, ფარსში მონაწილეობს, ამას აქვე დავუსვამ წერტილს - სასამართლო არ გეგმავს პროცესების ციხეში გაგრძელებას და ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!

მოგეხსენებათ, პენიტენციურშიც შეიძლება ჩატარდეს პროცესები, კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას იძლევა, მეც მქონია სხდომა ციხეში, მაგრამ ამისთვის საკმარისი საფუძველი უნდა იყოს და აუცილებლობა. როგორც წესი, ეს ბრალდებულის იმგვარი მდგომარეობაა, რაც ეტაპირების საშუალებას არ აძლევს, მაგრამ ბრალდებული ითხოვს ამას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მდგომარეობა, გაცხადებული ინფორმაციით არის მძიმე, მაგრამ ბრალდებული არ ითხოვს ამას. ბუნებრივია, მის გარეშე ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება დისტანციურ ფორმას, დაცვის მხარის მხრიდან არ მომისმენია ამაზე ინფორმაცია, თუ მოგვაწვდით ამ ინფორმაციას მოხარული ვიქნები",- განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

აღნიშნულის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა.

"ბატონო ბადრი, რაც თქვენ გააჟღერეთ, ერთად აღებული, ან ცალ-ცალკე თქვენი უპირობო აცილების საფუძველია და ამ შუამდგომლობას ვაყენებ. თქვენ რომ ობიექტური და მიუკერძოებელი მსაჯული არ ხართ, აქამდეც ვიცოდით, ამაზე სერიოზული ეჭვები გვაქვს და დადასტურებული ფაქტებიც. მიხეილ სააკშვილის ჩამოსვლამდეც მკაფიო აზრი გვქონდა ამაზე",- განაცხადა ბასილაიამ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ