რუსთავის საკრებულოს 6 დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს

რუსთავის საკრებულოს ექვსმა დეპუტატმა ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.

შიმშილობის დაწყების თაობაზე განცხადება, მოქმედი საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ სამმა წევრმა და ახალი მოწვევის საკრებულოს სამმა დეპუტატმა, ცოტა ხნის წინ რუსთავის მერიის წინ ბრიფინგზე გააკეთეს, რის შემდეგაც საკრებულოს შენობაში ფრაქციისთვის გამოყოფილ ოთახში გადაინაცვლეს.

როგორც საკრებულოს ერთ-ერთმა დეპუტატმა ნანა შატბერაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ისინი უერთდებიან პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატების მოთხოვნას და შიმშილობას მათთან ერთად იწყებენ, მანამდე სანამ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა არ მოხდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს