დავით ზალკალიანი - ევროპელი პარტნიორების წინაშე უნდა წარვდგეთ მკაფიო პოზიციით, თუ რა მოლოდინები გვაქვს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან მიმართებაში

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში უნდა იყოს გაჟღერებული მკაფიო პოზიცია ჩვენს ევროპულ მისწრაფებასა და არჩევანთან დაკავშირებით, აღიარებული იყოს ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტსა და მასთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინებზე ისაუბრა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისარ ვარჰეის მიერ წარმოდგენილი ევროკავშირის პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია ინტეგრაციის პროცესებთან, უნდა ითარგმნოს პრაქტიკულ განზომილებაში და ეს იქნება მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროგრესი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და კიდევ ერთი დადასტურება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომ მიუხედავად პრობლემებისა გარკვეულ ქვეყნებთან მიმართებით, არიან ასოცირებული ქვეყნები, ასოცირებული ტრიო - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, რომელთაც აქვთ დიდი პროგრესი და ამიტომ პრინციპი მეტი მეტისთვის იყოს უზრუნველყოფილი.

„ჩვენი მოლოდინია, რომ ევროკავშირის პოზიციები რეგიონის უსაფრთხოების კუთხით იყოს მკაფიოდ დაფიქსირებული, ევროკავშირის როლი კონფლიქტების მოგვარების პროცესში გამოკვეთილი, მხარდაჭერილი საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ასევე ის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, რაც არის განპირობებული დაკავშირებადობით, ასევე ჩვენი ფიზიკური ინტეგრაციით და სექტორული კუთხით თანამშრომლობის თვალსაზრისით“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს