ევროპარლამენტარები - ნინო ლომჯარია და მისი ოფისი შექებას იმსახურებენ - თავდასხმები შეშფოთებას იწვევს

ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი საქართველოში სახალხო დამცველის აპარატის როლზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

,,ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის ოფისის მიერ შესრულებულ სამუშაოს, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართულ საზოგადოებაში. ქალბატონი ნინო ლომჯარია და მისი ოფისი იმსახურებენ შექებას ამ ყველაფრისთვის. თავდასხმები, რომლებიც მათ დამოუკიდებლობაზე ხორციელდება, შეშფოთებას იწვევს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის“ , - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ ისინი თვალ-ყურს ადევნებდნენ სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით.

მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებაში წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას მონიტორინგს უწევენ და ელიან, რომ მისი უფლებები დაცული იქნება.

ევროპარლამენტარებმა ყურადღება გაამახვილეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზეც. მათი თქმით, ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

,,ლომჯარია ძალისხმევას არ იშურებდა ადამიანის უფლებების დასაცავად, კარგი მმართველობის შესანარჩუნებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად საქართველოში. სწორედ ეს პრინციპებია ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების ბირთვი. თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სასამართლოს დამოუკიდებლობას ეხება“, -აღნიშნულია განცხადებაში.

მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი წერენ, რომ ისინი მხარს უჭერენ სახალხო დამცველის აპარატს, რომელიც საკუთარი მოვალეობების შესრულებით საქართველოს დასავლური გზის შენარჩუნებას უწყობს ხელს. მათი თქმით, სახალხო დამცველის ოფისი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ნდობითაც სარგებლობს.

,,ეჭვგარეშეა, მათ უნდა აქებდნენ და არა აკრიტიკებდნენ საქართველოს დემოკრატიული მომავლისადმი ერთგულებისთვის“, - წერია ერთობლივ განცხადებაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა