ადგილობრივების ინფორმაციით, ბათუმში, რურუას ქუჩაზე კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში კედლის ნაწილი ჩამოიშალა

ბათუმში, რურუას ქუჩაზე ხუთსართულიან კორპუსში ერთ-ერთი ბინის კედელი ჩამოიშალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ისინი აცხადებენ, კორპუსში 75 ოჯახი ცხოვრობს და მთავრობას დახმარებას სთხოვენ.

"როგორც კი კედელი ჩამოინგრა, კორპუსიდან გამოვედით ყველა და არ ვაპირებთ უკან დაბრუნებას, საცხოვრებლად საშიშია. მერიამ თავის დროზეც იცოდა, რომ ავარიულ შენობაში ვცხოვრობდით. ახლა მოვიდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები და ეცნობიან მომხდარს",- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს