ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის აშენება იგეგმება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის დაფუძნება და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების განვითარება იგეგმება.

შეხვედრაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლებმა მერს კოლეჯის კონცეფცია გააცნეს, შემდგომ კი მხარეებმა ერთობლივად ის მიწის ნაკვეთები დაათვალიერეს, სადაც შესაძლებელი იქნება პროფესიული სასწავლებლის აშენება.

„საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლებთან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩვენს მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის აშენება იგეგმება და ამ მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ დეტალურად ვისაუბრეთ.

კოლეჯი ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სხვადასხვა პროფესიას დაეუფლონ და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრები გახდნენ. პროფესიული განათლების განვითარება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ პროცესში ბოლნისის მუნიციპალიტეტი თავის წვლილსაც აუცილებლად შეიტანს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა