„საქსტატის“ ინფორმაციით, III კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წელთან შედარებით 0.7%-ით გაიზარდა და 972.2 ათასი სული შეადგინა

წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა და 972.2 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 441.7 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.2 პროცენტით ნაკლებია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.0 პროცენტით შემცირდა და 764.6 ათასი სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 232.9 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 8.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.4 პროცენტით შემცირდა და 10.3 მილიონ ფრთა შედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

ამასთან, წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 168.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.4 პროცენტით ნაკლებია.

„ ხორცის წარმოებამ 16.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 3.9 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 149.4 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9.8 პროცენტით ჩამორჩება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო