გია ვოლსკი - ყველაზე მაღალი დონის კონსილიუმი არის მე-18 დაწესებულების ის სტრუქტურა, რომელიც პატიმარზე 24-საათიან ზედამხედველობას ახორციელებს - სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

კონსილიუმი მუდმივად ხომ არ იარსებებს? - არსებობდა, დასკვნები გააკეთა და აღარ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, გლდანის ციხის საავადმყოფო მრავალფუნქციურია.

„მე-18 დაწესებულება არის მაღალი დონის, მრავალფუნქციური ორგანიზაცია, რომელსაც ემსახურება ექიმთა, სპეციალისტთა ბრიგადა და არა პატიმრები, სანიტრები, რასაც ჩვენი ოპონენტები აცხადებენ. რის მკვლელობა და ჯანმრთელობის გაუარესება?! - არარეალურია და ხალხს ეს კარგად ესმის.

კონსილიუმიც მუდმივად ხომ არ იარსებებს? - არსებობდა, დასკვნები გააკეთა და აღარ არსებობს, მაგრამ ლეგიტიმური კითხვაა, რატომ არ გვაჩვენებენ იმ ადგილს (გლდანის ციხის პალატას), აჩვენეს ერთხელ კადრები და გაქრა, არავის აინტერესებს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, დგას თუ არა საკითხი, რომ შეიძლება კონსილიუმი გაუქმდეს, ვოლსკი აცხადებს, რომ არ იცის და არ აინტერესებს საკითხი, რამდენ ხანს შეიძლება არსებობდეს კონსილიუმი.

„მე ვთქვი კონსილიუმის თემაზე და თქვენ როგორ ხართ, იცით? ხავსს რომ დაინახავენ და ჩამოეკიდებიან. აბსოლუტურად არ მაინტერესებს ეგ ამბავი, რომ რამდენი ხანი შეიძლება კონსილიუმი არსებობდეს, რა უფლება-მოვალეობები და დებულებები აქვს. მე სწორ შეკითხვებზე გაგეცით პასუხი, რომ მდგომარეობა არის კარგი, დამაკმაყოფილებელი და რატი ბრეგაძე დაპირდა საზოგადოებას, რომ ყოველდღე იქნება ინფორმაცია. კონსილიუმზე შეეკითხეთ რატი ბრეგაძეს, არ ვიცი ეგ ამბავი, მე გეუბნებით, რომ ყველაზე მაღალი დონის კონსილიუმი არის ის სტრუქტურა, რომელიც ფლობს ინფორმაციას, ზედამხედველობას აწარმოებს და 24 საათის რეჟიმში ზრუნავს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და რასაკვირველია, მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს