დიმიტრი ხუნდაძე - ჩემთვის, როგორც ექიმისთვის ყველაზე საყურადღებოა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან ის რეალურად შიმშილობს

ჩემთვის, როგორც ექიმის, ასევე ადამიანური დამოკიდებულებით, ყველაზე საყურადღებოა ამ პროცესში ელენე ხოშტარიაჯანმრთელობის მდგომარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ ის რეალურად შიმშილობს და მისი მდგომარეობა დღითი დღე კიდევ უფრო საყურადღებო ხდება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხოშტარიასთან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრეს და პოლიტიკურ ასპექტებს არ შეეხნენ.

"რა თქმა უნდა, მდგომარეობა საყურადღებოა. ძირითადად ვისაუბრეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, პოლიტიკურ ასპექტებს არ შევხებივართ, რომ არ გადაგვეტვირთა, დამატებითი საფიქრალი არ მიგვეცა მისთვის. მდგომარეობა საყურადღებოა და ამ ვითარებაში, ჩემთვის, როგორც ექიმის, ასევე ადამიანური დამოკიდებულებით, ყველაზე საყურადღებოა ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ ის რეალურად შიმშილობს და მისი მდგომარეობა დღითი დღე კიდევ უფრო საყურადღებო ხდება.

ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება საშუალება კიდევ მოვინახულოთ, მაგრამ მე ვიტოვებ იმედს, რომ მისი ჯანმრთელობა იქნება შენარჩუნებული და იქნება დამდგარი შედეგი, რომ ეს პროცესი დასრულდება და ყველა ჩავდგებით ნორმალურ რეჟიმში, მიუხედავად პოლიტიკური ხედვისა, ეს არის ყველას ინტერესი, რომ ქვეყნის სტაბილურობა იყოს უმთავრესი", - განაცხადა ხუნდაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ნინო წილოსანის შეფასებას, რომ რასაც ხოშტარია აკეთებს არის სახელმწიფოს შანტაჟი და აღნიშნა, რომ ამ პროცესს არ შეიძლება შანტაჟი დაარქვა.

"არ შეიძლება ამ პროცესს შანტაჟი დაარქვა, მას აქვს თავისი პოზიცია. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად კიდევ უფრო მეტად ძაბავს ვითარებას, მაგრამ ეს არის მისი პოზიცია, ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ და ეს იყო ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი საუბრის ძირითადი თემა იყო ჯანმრთელობა და არა სხვა პოლიტიკური ასპექტები, რომელიც მისთვის ამ მდგომარეობაში დამატებითი ტვირთი იქნებოდა. ჩვენ ეს უხერხულობა მისთვის არ შეგვიქმნია,"- განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისათვის, ელენე ხოშტარია, რომლიც პარლამენტში მე -14 დღეა შიმშილობს, უმრავლესობის დეპუტატებმა დავით სერგეენკომ, მიხეილ სარჯველაძემ და დიმიტრი ხუნდაძემ მოინახულეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო