"ლიბერთი" მომხმარებელს ახალი პროდუქტების სერიას სთავაზობს

„ლიბერთი" არის სისტემური ბანკი, რომელიც დაახლოებით 1.6 მილიონ ადამიანს ემსახურება და ჩვენ 40 000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი გვენდობა. შესაბამისად, ჩვენ ვემსახურებით ადამიანებს პრაქტიკულად ყველა სეგმენტიდან, - ამის შესახებ "ლიბერთის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა განაცხადა.

მისი თქმით, სტრატეგიის წარდგენის შემდეგ "ლიბერთიმ" დაპირებისამებრ დაიწყო ახალი პროდუქტების შეთავაზება, რომელიც მომხმარებელზე ზრუნვას და მათთან ახალი ურთიერთობის დაწყებას შეუწყობს ხელს.

ვასილ ხოდელმა აღნიშნა, რომ სერიით „ახალი“ "ლიბერთის" პირველი პროდუქტი იქნება რეგიონში უნიკალური საკრედიტო ბარათი ყველაზე მაღალი ქეშბექით, რომელიც 18+ სეგმენტისთვის იქნება საინტერესო.

„რამდენიმე თვეა, რაც წარვადგინეთ ჩვენი სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ და ნებისმიერ ჩვენს ნაბიჯს ვუყურებთ, არის თუ არა ამ ღირებულებებთან თანხვედრაში - ეს არის ადამიანი, მის ბიზნესზე და საჭიროებებზე ზრუნვა. ჩვენ გვინდა ვიყოთ მარტივი, გასაგები, ხელმისაწვდომი, ახლის მაძიებელი და მზრუნველი.

„ახალის“ სერიით პირველი პროდუქტი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული საკრედიტო ბარათი და გამოცდილება ჩვენი მომხმარებლისთვის.

ეს არის რეგიონში უნიკალური, ყველაზე მარტივი და გასაგები პროდუქტი. ყველაზე სარგებლიანი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე ჭკვიანურად ხარჯავენ ფულს. სარგებლიანია, რადგან აქვს ყველაზე მაღალი ქეშბექი “,- განაცხადა "ლიბერთის" გენერალურმა დირექტორმა.

"ლიბერთის" ახალი ბარათის პრეზენტაცია დღეს გაიმართება.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა