სახალხო დამცველმა და მის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მიერ მიერ შექმნილ მულტიპროფილურ ​ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად ციხეში ექსპრეზიდენტი მოინახულა.

როგორც ნინო ლომჯარიამ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა, ექიმებმა გასინჯეს მიხეილ სააკაშვილი და დაათვალიერეს ციხის სამედიცინო ინფრასტრუქტურა.

შესაბამისი დასკვნა კი უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

„შევედით, ექიმებს საშუალება მიეცათ, რომ პაციენტი მიხეილ სააკაშვილი გაესინჯათ. ასევე ციხის სამედიცინო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ექიმებს შეხვდნენ და გაესაუბრნენ. არსებული სამედიცინო მდგომარეობა შეაფასეს და ასე ვთქვათ, სრულყოფილად შესწავლის საშუალება მოგვეცა. არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, კონკრეტულად სამედიცინო შეფასებებს თავად ჯგუფის წევრები გააკეთებენ. უახლოეს პერიოდში, ვეცდებით, რომ ხვალ იყოს წერილობითი დასკვნა, თუმცა პირველად შეფასებებს ისინი თავად გაგაცნობენ. რა კითხვებიც ჰქონდათ ექსპერტებს, დაისვა და მიიღეს პასუხები“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისთვის იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი 16 ნოემბერს მოიწვია.

კახა გოგოლაშვილი - იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც მოქმედებს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და გარეთ, აზიანებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები
კახა ოქრიაშვილი - უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან
გამჭვირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე - "ფარმადეპომ" ახალი პორტალი SANDO.COM.GE პრეზენტაცია გამართა
აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%
დაადგინეთ თქვენი კომპანიის ციფრული სიმწიფე BDO Digital-თან ერთად
“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი - სწრაფად, მარტივად, ურიგოდ