ნიკარაგუის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ

ნიკარაგუის პრეზიდენტს, დანიელ ორტეგას და მის მეუღლეს, ვიცე-პრეზიდენტ როსარიო მურილოს, ასევე მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალათ.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

აშშ-ის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ნიკარაგუაში 7 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების საპასუხოდ მიიღო, რომლის შედეგების თანახმად, როსარიო მურილო ნიკარაგუის პრეზიდენტი მეოთხე ვადით გახდა. არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო და ფარისევლობად შეაფასა.

„ორტეგას მთავრობის რეპრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებები და ისინი, ვინც მას მხარს უჭერს, აიძულებს შეერთებულ შტატებს, იმოქმედოს,“- აღნიშნულია ბაიდენის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.

ორტეგასა და მისი მეუღლის გარდა აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ ნიკარაგუაში ყველა არჩეულ თანამდებობის პირს, მათ შორის უშიშროების ძალების წევრებს, მოსამართლეებს, მერებსა და სხვებს.

ცნობისათვის, ერთი დღით ადრე შეერთებულმა შტატებმა ნიკარაგუას მთავრობას ფინანსური სანქციებიც დაუწესა. ორტეგას რეჟიმის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ განცხადება გააკეთეს კანადამ და გაერთიანებულმა სამეფომაც.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში